1781467568
უცხოეთი
ტრამპი - ვფიქრობ, ირანთან შეთანხმება მომდევნო ორ-სამ საათში გაფორმდება
„აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებას ხელი მომდევნო ორ-სამ საათში მოეწერება“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
„მე კვლავ ვფიქრობ, რომ ირანთან შეთანხმება მომდევნო ორ-სამ საათში გაფორმდება“, – განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
ამასთან, ტრამპმა ჟურნალისტ ტრეი ინგსტს განუცხადა, რომ ბეირუთზე დღევანდელი დარტყმების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა.
მანამდე კი, თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ „ბეირუთზე თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ირანთან სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ვართ.“