ტრამპი: ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება მარია კორინა მაჩადოსთვის, იყოს ლიდერი, მას არ აქვს მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ოპოზიციონერ ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს არ გააჩნია ქვეყნის „პატივისცემა“ მის სამართავად.
ტრამპმა, რომელმაც განაცხადა, რომ მაჩადოსთან კონტაქტი არ ჰქონია, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ სჯერა მისი შესაძლებლობის ვენესუელის ლიდერობასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, მისთვის ძალიან რთული იქნება ლიდერობა. მას არ აქვს ქვეყნის შიგნით მხარდაჭერა და პატივისცემა. ის ძალიან კარგი ქალია, მაგრამ არ აქვს პატივისცემა“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ „მართავს ქვეყანას“, ვიდრე ახალი ხელისუფლება არ ჩამოყალიბდება.
„ჩვენ ვმართავთ ქვეყანას იქამდე, ვიდრე უსაფრთხო, სწორ და გონივრულ გადასვლას ვერ განვახორციელებთ. ჩვენ გვინდა მშვიდობა, თავისუფლება და სამართლიანობა ვენესუელის დიდი ხალხისთვის“, - დასძინა ტრამპმა.