ტრამპი: ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით ახალი განცხადებები გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის კუთხით „მნიშვნელოვანი პროგრესია“ და „მალე გახდება ცნობილი“, იმუშავებს თუ არა სამშვიდობო გეგმა.
„ვნახოთ, რა მოხდება. ვმუშაობთ იმაზე, შეგვიძლია თუ არა შეთანხმების მიღწევა ახლა. მალე გავიგებთ“, - განაცხადა ტრამპმა უკრაინის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას.
ამავდროულად, მან თავი აარიდა კითხვაზე პასუხის გაცემას, თუ როგორ შეიძლება ფუნქციონირებდეს „თავისუფალი ეკონომიკური ზონა“ დონბასსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა მიწებზე.
„ეს ძალიან კომპლექსური სიტუაციაა. მაგრამ, ამან შეიძლება იმუშაოს და ბევრ ადამიანს სურს ნახოს მისი მუშაობა. მე მხოლოდ თვეში 25 000 ადამიანის სიკვდილის დასრულება მსურს“, - დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.