1746510358
უცხოეთი
ტრამპი: ვიღაცამ შექმნა ჩემი სურათი პაპის სამოსში და ინტერნეტში გაავრცელა, მე არაფერი მქონდა ამასთან საერთო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას არაფერი აქვს საერთო რომის პაპის ამპლუაში გამოქვეყნებულ ფოტოსთან.
მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტოს შესახებ გასულ საღამოს შეიტყო.
„მე არაფერი მქონდა ამასთან საერთო. ვიღაცამ შექმნა ჩემი სურათი პაპის სამოსში და ეს ინტერნეტში გაავრცელა. ეს არ გამიკეთებია მე. არ ვიცი, საიდან წამოვიდა. შესაძლოა, ეს იყო ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. უბრალოდ, გუშინ საღამოს ვნახე. სინამდვილეში, ჩემს მეუღლეს ეს სასაცილოდ მოეჩვენა. მან თქვა, რა ლამაზია, არა?“ - განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის ლიდერმა, ასევე, ხუმრობით უთხრა ჟურნალისტებს, რომ პაპად ყოფნის შემთხვევაში ვერ შექმნიდა ოჯახს.