Loading data...
ტრამპი: ვენესუელაში დიდი აფეთქება მოხდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ნავებს ნარკოტიკებით ტვირთავდნენ, დავარტყით ყველა ნავს, ახლა ეს ზონა აღარ არსებობს

აშშ-მ ვენესუელაში, სანაპიროზე მდებარე დიდ ობიექტზე იერიში მიიტანა. ამ ოპერაციის დეტალები საიდუმლოდ ინახება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„მათ აქვთ დიდი ქარხანა ან დიდი ობიექტი, საიდანაც გემები გამოდიან. ჩვენ ეს გავანადგურეთ. ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყით“, - აცხადებს ტრამპი.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას ტრამპმა განაცხადა, რომ „პორტის ტერიტორიაზე, სადაც ნავებს ნარკოტიკებით ტვირთავენ, დიდი აფეთქება მოხდა“. მისი თქმით, „მომარაგების ზონა აღარ არსებობს“.

ჟურნალისტის კითხვაზე, განახორციელეს თუ არა ეს ოპერაცია ამერიკის სამხედრო ძალებმა, აშშ-ის პრეზიდენტმა უარი თქვა კონკრეტული პასუხის გაცემაზე.