Loading data...
ტრამპი ვენესუელას სახმელეთო ოპერაციით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელას სახმელეთო ოპერაციით ემუქრება. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

თეთრ სახლში დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიაზე ტრამპმა ვენესუელური ნავთობის ტანკერის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა. ტანკერი რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს. მან განაცხადა, რომ აშშ-ის მოქმედება ნარკოტრაფიკთან ბრძოლას უკავშირდება.

ტრამპის თქმით, ზღვით ნარკოტიკების კონტრაბანდის მოცულობა ვენესუელიდან ბოლო დროს 92%-ით შემცირდა.

„ჩვენ მალე სახმელეთო ოპერაციას დავიწყებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, მაგრამ დეტალები არ დააკონკრეტა.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, ვენესუელის სანაპიროსთან დაკავებულ ტანკერს ირანის „ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსისთვის“ ნავთობი გადაჰქონდა.

ვენესუელაზე სახმელეთო დარტყმების შესაძლებლობა დონალდ ტრამპმა ადრეც დაუშვა.