1767765319
უცხოეთი
ტრამპი: ვენესუელა აშშ-ს 30-დან 50 მილიონამდე ბარელ ნავთობს გადასცემს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელა აშშ-ს 30-დან 50 მილიონ ბარელამდე ნავთობს გადასცემს. წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ვენესუელის დროებითი ხელისუფლება შეერთებულ შტატებს გადასცემს 30-დან 50 მილიონ ბარელამდე მაღალი ხარისხის, სანქცირებულ ნავთობს. ეს ნავთობი გაიყიდება საბაზრო ფასად, ხოლო ამ თანხას მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გავაკონტროლებ, რათა უზრუნველვყოთ, რომ იგი გამოყენებული იქნეს ვენესუელისა და შეერთებული შტატების ხალხის სასარგებლოდ! აღნიშნული გეგმის დაუყოვნებლივ განხორციელება ენერგეტიკის მდივანს, კრის რაითს დავავალე. მას გემებზე დატვირთავენ და დასაცლელად შეერთებული შტატების ნავსადგურებში ჩაიტანენ“, - წერს ტრამპი.