1757948480
უცხოეთი
ტრამპი: ვენესუელა ამერიკაში ბანდების წევრებს, ნარკოდილერებსა და ნარკოტიკულ საშუალებებს გზავნის, რაც მიუღებელია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელა შეერთებულ შტატებში ბანდების წევრებს და ნარკოტიკებს აგზავნის, რაც მისი თქმით, „მიუღებელია“.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაიწყებს თუ არა ამერიკა ვენესუელას კონტინენტურ ნაწილზე დარტყმებს, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ, რა მოხდება“.
ნიუ-ჯერსიში ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირველი დარტყმის შემდეგ, სამხრეთ კარიბის ზღვის აუზში საზღვაო გადაზიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა.
ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-მ სამხრეთ კარიბის ზღვის აუზში სამხედრო ხომალდები განათავსა, რასაც ოფიციალური პირები ნარკოტიკებთან ბრძოლის ოპერაციებს უწოდებდნენ.