Loading data...
ტრამპი ვარაუდობს, რომ ირანში სამხედრო ოპერაცია დაახლოებით ოთხი კვირა გაგრძელდება

თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში სამხედრო ოპერაცია დაახლოებით ოთხ კვირას გაგრძელდება.

„ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ეს დაახლოებით ოთხი კვირა გაგრძელდებოდა. ეს დიდი ქვეყანაა, ამას ოთხი კვირა, ან ნაკლები დასჭირდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, კითხვაზე, აპირებს თუ არა თავდასხმების შესახებ კიდევ ერთ საჯარო გამოსვლას, ტრამპმა აღნიშნა, რომ გამოსვლისთვის ემზადება.

„ვემზადები ამისთვის“, – დასძინა პრეზიდენტმა ტრამპმა.