Loading data...
ტრამპი: უკრაინაში ომის მშვიდობიანი გადაწყვეტა ახლოვდება

უკრაინაში ომის მშვიდობიანი გადაწყვეტა ახლოვდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე რვა ომი დავასრულე და მეცხრე გზაშია. არავის არასდროს დაუსრულებია ომი. ვის დაუსრულებია ოდესმე თუნდაც ერთი ომი? არავის! მე რვა ომი დავასრულე“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფრონტზე ვითარება რუსეთისთვის იმდენად ხელსაყრელია, რომ შესაძლებელია სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი მისი მიდგომის შეცვლა. მან დასძინა, რომ ამას უკრაინაც ხვდება.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსებისგან შემდეგ მოლაპარაკებებზე, სავარაუდოდ, „ბევრ ახალ რამეს“ მოისმენს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ნავთობტერმინალებზე დარტყმები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გავლენას ახდენს.

ბუდანოვის თქმით, საკამათოა, შეიცვალა თუ არა რუსეთის პოზიცია ამ დარტყმების შედეგად. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ნავთობობიექტებზე დარტყმები მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციას აძლიერებს და არა ასუსტებს.