1791666043
უცხოეთი
ტრამპი: უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება, ვურჩევ, ახალი ლიდერი აირჩიონ, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა.
თეთრი სახლის ლიდერმა მიანიშნა, რომ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა რუსეთთან ომის დასასრულებლად.
„ვურჩევ, ახალი ლიდერი აირჩიონ, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია. რატომღაც, (ზელენსკი) ამას არასდროს აკეთებს“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას.
ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ 2022 წელს აშშ-ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა.
„არ არსებობდა მიზეზი, რის გამოც უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დაწყებულიყო; ის არაკომპეტენტურობის გამო დაიწყო“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინამ ქვეყნის 30% დაკარგა.