ტრამპი: უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, ისეთ პოზიციაშია რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს მთელი უკრაინა პირვანდელი სახით - ვინ იცის, იქნებ უფრო შორსაც წავიდეს

ტრამპმა განაცხადა, რომ „მას სრულად ესმის უკრაინასა და რუსეთში არსებული სამხედრო და ეკონომიკური სიტუაცია“ და სჯერა, რომ „უკრაინას, ევროკავშირის მხარდაჭერით, ყველა შესაძლებლობა აქვს, იბრძოლოს და დაიბრუნოს თავისი ტერიტორია პირვანდელი სახით“. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„დროის, მოთმინებისა და ევროპის, განსაკუთრებით კი ნატოს ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, იმ თავდაპირველი საზღვრების აღდგენა, სადაც ეს ომი დაიწყო, ძალიან რეალური ვარიანტია. რატომაც არა?“ - აცხადებს ტრამპი.
მისივე თქმით, რუსეთი სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში „უაზროდ“ აწარმოებდა ომს, სადაც ნამდვილ სამხედრო ძალას შეეძლო „ერთ კვირაზე ნაკლებ დროში“ გამარჯვება.
„რუსეთი უკვე სამ წელიწად-ნახევარია ბრძოლას აგრძელებს ომში, რომლის მოსაგებად ნამდვილ სამხედრო ძალას ერთი კვირაც არ დასჭირდებოდა. ეს რუსეთის ძლიერებას კი არ უსვამს ხაზს, არამედ პირიქით — მას „ქაღალდის ვეფხვად“ წარმოაჩენს.
როდესაც მოსკოვის, დიდი ქალაქების, პატარა დასახლებებისა და მთელ რუსეთში მცხოვრები ადამიანები გაიგებენ, რა ხდება რეალურად: რომ თითქმის შეუძლებელია საწვავის მიღება გრძელი რიგების გამო, და რომ ომის ეკონომიკაში მათი ფული თითქმის სრულად იხარჯება უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე — მაშინ მათთვის სიტუაცია უფრო ნათელი გახდება. უკრაინას აქვს დიდი სულისკვეთება, რომელიც ყოველდღიურად უკეთესი ხდება, ასეთ პირობებში უკრაინა შეძლებს, დაიბრუნოს თავისი ქვეყანა პირვანდელი სახით და, ვინ იცის, შესაძლოა, ამაზე უფრო შორსაც წავიდეს“, – აცხადებს ტრამპი.