1743452164
უცხოეთი
ტრამპი უკმაყოფილოა როგორც ზელენსკის, ისე პუტინის განცხადებებით უკრაინაში ომის შესახებ - თეთრი სახლი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა უკრაინაში ომის შესახებ უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის და კრემლის მმართველის ვლადიმერ პუტინის განცხადებებით, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებთან განაცხადა და უპასუხა კითხვას, რამდენად დარწმუნებულია ტრამპი, რომ შეძლებს სამშვიდობო შეთანხმების დადებას.
მან აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე აგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას.
„პრეზიდენტი წარმოუდგენელ ძალისხმევას მიმართავს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დასამყარებლად და მან გამოხატა თავისი უკმაყოფილება იმ კომენტარებით, რომლებიც გაკეთდა ამ კონფლიქტის ორივე მხარის ლიდერების მიერ“, - განაცხადა მან.