Loading data...
ტრამპი: უიტკოფის ღაზაში ვიზიტი ხალხის გამოკვებაზე იყო ორიენტირებული და ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის ისრაელსა და ღაზას სექტორში ვიზიტის მთავარი მიზანი სანაპირო ანკლავში მცხოვრები პალესტინელებისთვის საკვებით დახმარების გაზრდა იყო.

„მას ბევრ ადამიანთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა და ძირითადი შეხვედრა საკვებს ეხებოდა. ასევე, ჰქონდა სხვა საუბრები, რომლებზეც მოგვიანებით მოგიყვებით, მაგრამ მას შეხვედრა ჰქონდა ხალხის გამოკვებაზე და ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.