ტრამპი: თუ შეთანხმება არ იქნება, ირანის ნავთობს ხელში ჩავიგდებ, აშშ-მა ირანელ მომიტინგეებს იარაღი ქურთების მეშვეობით გაუგზავნა, თუმცა, ვფიქრობ, იარაღი მათ დაიტოვეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ შეთანხმება მალე არ იქნება მიღწეული, ის ირანის ნავთობის „მითვისებას“ განიხილავს.
„თუ ისინი სწრაფად არ დადებენ შეთანხმებას, მე ყველაფრის აფეთქებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას განვიხილავ“, - განუცხადა ტრამპმა Fox News-ის რეპორტიორს და დასძინა, რომ, მისი აზრით, ვაშინგტონს ირანთან შეთანხმების მიღწევა ხვალისთვის შეუძლია.
სატელეფონო ინტერვიუ მას შემდეგ შედგა, რაც ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თეირანს მოუწოდა, ჰორმუზის სრუტე გახსნას და დაწერა, რომ აშშ სამშაბათს, 7 აპრილს, ირანში ელექტროსადგურებსა და ხიდებზე დარტყმებს გეგმავს.
იმავე ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ ირანის რეჟიმის მიერ ქვეყანაში წელს გამართული ანტისამთავრობო აქციების სისხლიანი დარბევის შემდეგ აშშ-მა სცადა ირანელი მომიტინგეების შეიარაღება ქურთული მილიციის ძალების მეშვეობით მათთვის იარაღის გაგზავნით, თუმცა ეს მცდელობა ჩავარდა, რადგან იარაღი ქურთებმა დაიტოვეს.
„ჩვენ მომიტინგეებს ბევრი იარაღი გავუგზავნეთ... და მე ვფიქრობ, რომ იარაღი ქურთებმა წაიღეს“, - განაცხადა ტრამპმა.
NEW:
— Trey Yingst (@TreyYingst) April 5, 2026
"If they don't make a deal and fast, I'm considering blowing everything up and taking over the oil," President Trump told me.
President Trump added that he believes he'll be able to get a deal with Iran by tomorrow. pic.twitter.com/a7EDL6hQUJ