1755103951
უცხოეთი
ტრამპი: თუ პირველი შეხვედრა კარგად ჩაივლის, მსურს, პუტინს, ზელენსკის და ჩემს შორის მეორე შეხვედრა თითქმის დაუყოვნებლივ ჩატარდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ალასკაში დაგეგმილი სამიტის შემდეგ უკრაინის საკითხზე მეორე შეხვედრის კარგი შანსი არსებობს, - წერს Clash Report-ი.
„თუ პირველი შეხვედრა კარგად ჩაივლის, მსურს, პუტინს, ზელენსკის და ჩემს შორის მეორე შეხვედრა თითქმის დაუყოვნებლივ ჩატარდეს, თუ მათ ჩემი იქ ყოფნა სურთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, თუ პუტინთან შეხვედრის დროს „საჭირო პასუხებს ვერ მიიღებს“, შემდეგი შეხვედრა აღარ გაიმართება.
კითხვას, იქნება თუ არა პუტინისთვის და რუსეთისთვის შედეგები, თუ კრემლის ლიდერი 15 აგვისტოს მასთან შეხვედრისას ომის შეწყვეტას არ დათანხმდება, ტრამპმა უპასუხა: „შედეგები ძალიან სერიოზული იქნება“.
ამასთან, ამერიკელმა ლიდერმა ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან დღევანდელი საუბარი „10 ქულით“ შეაფასა.