1767346701
უცხოეთი
ტრამპი: თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და მათზე იძალადებს, აშშ მათ დასახმარებლად მოვა, ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებზე იძალადებს, ამერიკის შეერთებული შტატები მათ დასახმარებლად გამოვა.
„თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და მათზე იძალადებს, რაც მათი ჩვევაა, ამერიკის შეერთებული შტატები მათ დასახმარებლად მოვა. ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ცნობისთვის, ირანში ბოლო რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. თავდაპირველად მოსახლეობა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გასაპროტესტებლად გამოვიდა, მოგვიანებით პროტესტი ანტისახელისუფლებო გახდა.