Loading data...
ტრამპი: თუ ავღანეთი ბაგრამის საჰაერო ბაზას აშშ-ს არ დაუბრუნებს, ცუდი რამ მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთს ბაგრამის საჰაერო ბაზის გამო დაემუქრა. შესაბამისი განცხადება მან Truth Social-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

ამერიკელი ლიდერის თქმით, თუ ავღანეთი მის პირობებს არ მიიღებს, ის სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება.

„თუ ავღანეთი ბაგრამის საჰაერო ბაზას არ დაუბრუნებს მას, ვინც ის ააშენა - ამერიკის შეერთებულ შტატებს - ცუდი რამ მოხდება“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ ბაგრამის საჰაერო ბაზა, 2020 წლის მონაცემებით, ავღანეთში ყველაზე დიდი ამერიკული ბაზა იყო. მას აშშ-ის საჰაერო ძალები და არმია მართავდნენ.