1758119010
უცხოეთი
„ტრამპი წარმოადგენს ყველაფერს, რაც ჩვენ გვძულს“ - ლონდონში ტრამპის ვიზიტის პარალელურად მის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ლონდონის ცენტრში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტის პარალელურად დემონსტრანტების დიდი რაოდენობა შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ და BBC ავრცელებენ.
როგორც უცხოური მედია წერს, საპროტესტო გამოსვლები Stop Trump UK კოალიციის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც 50-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს.
პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზოი გარდნერმა, განაცხადა, რომ ტრამპი „წარმოადგენს ყველაფერს, რაც ჩვენ გვძულს“.
„ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი მთავრობა მტკიცედ დადგეს, ცოტა სიამაყე იგრძნოს და გამოხატოს ზიზღი, რომელიც არსებობს დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიმართ დიდ ბრიტანეთში“, - თქვა გარდნერმა.
ტრამპი დიდ ბრიტანეთში 16 სექტემბრის საღამოს ჩავიდა.