Loading data...
ტრამპი: Tik Tok-თან დაკავშირებით მივაღწიე შეთანხმებას ჩინეთთან, პარასკევს დაველაპარაკები სი ძინპინს, რათა ყველაფერი დავადასტუროთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და ჩინეთს შორის შეთანხმება მიღწეულია, რომლის მიხედვითაც Tik Tok აშშ-ში ფუნქციონირებას გააგრძელებს.

„ჩვენ გვაქვს შეთანხმება Tik Tok-თან დაკავშირებით. მე მივაღწიე შეთანხმებას ჩინეთთან. პარასკევს დაველაპარაკები პრეზიდენტ სი ძინპინს, რათა ყველაფერი დავადასტუროთ“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. 

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მყიდველის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.