Loading data...
ტრამპი: ტარიფებს ყველა ქვეყნისთვის 10%-დან 15%-მდე გავზრდი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ყველა ქვეყნისთვის ტარიფებს 10%-დან 15%-მდე ზრდის. 

„აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მრავალთვიანი ფიქრის შედეგად ტარიფებთან დაკავშირებით გუშინ გამოქვეყნებული აბსურდული, ცუდად შედგენილი და სრულიად ანტიამერიკული გადაწყვეტილების საფუძვლიანი, დეტალური და ამომწურავი განხილვის შემდეგ, ეს განცხადება ჩაითვალოს იმის დასტურად, რომ მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დაუყოვნებლივ ვზრდი გლობალურ 10%-იან ტარიფებს იმ ქვეყნებისთვის, რომელთა უმეტესობა ათწლეულების განმავლობაში დაუსჯელად „ძარცვავდა“ შეერთებულ შტატებს (ვიდრე არ გამოვჩნდი მე) სრულად დასაშვებ და სამართლებრივად გამყარებულ 15%-მდე“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.