1775912330
უცხოეთი
ტრამპი: სრულიად ცარიელი ნავთობტანკერების უზარმაზარი რაოდენობა ზუსტად ახლა აშშ-ისკენ მოემართება, რათა მსოფლიოში საუკეთესო ნავთობით (და გაზით!) დაიტვირთონ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ბევრი გემი ნავთობის საყიდლად აშშ-ისკენ დაიძრა.
„სრულიად ცარიელი ნავთობტანკერების უზარმაზარი რაოდენობა, რომელთაგან ზოგიერთი მსოფლიოში ყველაზე დიდია, ზუსტად ახლა შეერთებული შტატებისკენ მოემართება, რათა მსოფლიოში საუკეთესო და „უტკბილესი“ ნავთობით (და გაზით!) დაიტვირთონ. ჩვენ იმაზე მეტი და კარგი ხარისხის ნავთობი გვაქვს, ვიდრე მსოფლიოს ორ უმსხვილეს ნავთობის ეკონომიკას ერთად აღებულს. გელით. სწრაფი მიწოდება!“, - დაწერა ტრამპმა.