1776593637
უცხოეთი
ტრამპი: სხვებისგან განსხვავებით, ვინც კონფლიქტისა და სტრესის მომენტში თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინეს, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს
„მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ აშშ-ის ნამდვილი მოკავშირე არიან, კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნამდვილი მოკავშირე არიან. ისინი მამაცები, გაბედულები, ერთგულები და ჭკვიანები არიან და, სხვებისგან განსხვავებით, ვინც კონფლიქტისა და სტრესის მომენტში თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინეს, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის როგორც მოიგოს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.