Loading data...
ტრამპი „სიგნალის“ ჩატში შეცდომით ჟურნალისტის დამატებაზე - „მაიკლ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა და ის კარგი კაცია“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „სიგნალის“ ჩატში შეცდომით ჟურნალისტის დამატებასთან დაკავშირებულ კითხვას გამოეხმაურა. 

ტრამპის თქმით, The Atlantic-ის მთავარი რედაქტორის, ჯეფრი გოლდბერგის ჩატში ყოფნას სამხედრო ოპერაციაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. 

„მაიკლ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა და ის კარგი კაცია“, - თქვა ტრამპმა NBC-სთან, როდესაც მას ჰკითხეს, ისევ ენდობოდა თუ არა უსაფრთხოების საკითხებში თავის მრჩეველს.

ცნობისთვის, ამერიკული გამოცემის The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი აცხადებს, რომ ის დაემატა დახურული Signal-ის მესენჯერის ჩატ-რუმს, სადაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იემენზე საჰაერო იერიშის დეტალებს განიხილავდნენ.

გოლდბერგის თქმით, 11 მარტს იემენში აშშ-ის თავდასხმებამდე ოთხი დღით ადრე - მან მიიღო მოთხოვნა Signal-ზე მომხმარებლისგან, სახელად მაიკლ უოლცი.

როგორც ჯეფრი გოლდბერგი ამბობს, Signal-ის დახურულ ჩატში იყვნენ: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვანსი, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი, CIA-ის ხელმძღვანელი ჯონ რეტკლიფი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და სხვები, სულ 18 ადამიანი.