ტრამპი: „სიენენისა“ და MSNBC-ის რეიტინგები მნიშვნელოვნად დაეცა, მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ნდობა სრულად დაკარგეს
თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი „სიენენსა“ და MSNBC-ის აკრიტიკებს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, „სიენენისა“ და MSNBC-ის რეიტინგები მნიშვნელოვნად დაეცა, რადგან ამ მედიასაშუალებების მიმართ ნდობის ნაკლებობაა.
„სიენენ“-ისა და MSNBC-ის რეიტინგები მნიშვნელოვნად დაეცა. მთავარი მიზეზი ნდობის არარსებობაა! ისინი ცუდად წერენ ადამიანზე, რომელმაც არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა – მოიგო შვიდივე მერყევი შტატი, მოიპოვა ხმების უმრავლესობა და გაიმარჯვა ოლქების 86%-ში. ადამიანზე, რომლის პოპულარობა გაიზარდა იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა უპრეცედენტო წარმატებებს აღწევს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ქვეყნის შიგნით“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ამასთან, ტრამპმა დასძინა, რომ „სიენენმა“ და MSNBC-მ დღეს უარი თქვეს თეთრ სახლში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინისა და მისი მეუღლის დახვედრის გაშუქებაზე.