Loading data...
ტრამპი: სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს, CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს - მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, უსასრულოდ თხზავდნენ გამოგონილ ამბებსა და ტყუილებს

„სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს - CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„ეს გადაწყვეტილება მათ მიერ ყალბი ამბების მუდმივი გაშუქების შედეგია. მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, უსასრულოდ თხზავდნენ გამოგონილ ამბებსა და ტყუილებს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს, ტრამპის ადმინისტრაციას ან ამერიკის შეერთებულ შტატებს აშუქებენ. ყალბი ამბების გამავრცელებელი სხვა მედიების რიგიც მალე დადგება“, - დასძინა მან.