1756800237
უცხოეთი
ტრამპი, სავარაუდოდ, ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს - Fox News

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ მან Fox News- თან საუბარში განაცხადა.
ბესენტმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების საკითხთან დაკავშირებით „ყველა ვარიანტი განსახილველი რჩება“.
„პრეზიდენტმა პუტინმა ანკორიჯში ისტორიული შეხვედრისა და ევროპელი ლიდერების საუბრის შემდეგ, საპირისპირო განცხადება გააკეთა. ამიტომ, ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპისთვის ყველა ვარიანტი განსახილველია“, - განაცხადა ბესენტმა.
ინფორმაციისთვის, პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შესახებ შეთანხმება არ ყოფილა.