ტრამპი, „საჭიროების შემთხვევაში“, ირანში აშშ-ის ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა არ გამორიცხა, „თუ ეს საჭირო იქნება“. ამის შესახებ ამერიკელმა ლიდერმა The New York Post-თან კომენტარში განაცხადა.
„არ მაქვს არანაირი შეშფოთება ადგილზე სამხედროების ყოფნასთან დაკავშირებით — როგორც ყველა პრეზიდენტი ამბობს, „ადგილზე სამხედროები არ იქნებიან“. მე ამას არ ვამბობ. მე ვამბობ, „შესაძლოა, ეს არ გვჭირდება“, ან „თუ საჭირო იქნება“, - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა 2 მარტს პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამჟამად ირანის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცები არ იმყოფებიან, თუმცა მან ამის შესაძლებლობა არ გამორიცხა.
„პრეზიდენტი ტრამპი უზრუნველყოფს, რომ ჩვენმა მტრებმა გაიგონ, რომ ჩვენ ამერიკის ინტერესების წინსვლისთვის იმდენად შორს წავალთ, რამდენადაც საჭირო იქნება. თუმცა ჩვენ ამ საკითხში სულელები არ ვართ. არ არის საჭირო იქ 200 000 ადამიანის შეყვანა და 20 წლის განმავლობაში დარჩენა“, - განუცხადა ჰეგსეთმა ჟურნალისტებს.