Loading data...
ტრამპი: რუსეთს და უკრაინას მშვიდობა სურთ, ამიტომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მივიდნენ

თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას მშვიდობა სურთ და სწორედ ამიტომ, მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. ამის შესახებ, მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე განუცხადა.

„ძალიან დიდი ხანია ველოდებით. ისინი უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ მშვიდობას,“ - განაცხადა ტრამპმა. 

როგორც ტრამპმა აღნიშნა, 5000 ახალგაზრდა ყოველკვირეულად იღუპება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში. 

„ვფიქრობ, რომ მათ ორივეს მშვიდობის დამყარება სურთ. მათ შორის {უკრაინა-რუსეთი} არის დიდი სიძულვილი, ძლიერი მტრობა, უნდობლობა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მოვახერხებთ მშვიდობის დამყარებას“, - აღნიშნა ტრამპმა. 

ამასთან, ტრამპი აცხადებს, რომ მას აქვს „საკუთარი ვადა“ უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის დასამყარებლად. 

„ჩვენ გვაქვს ვადა. ვფიქრობ, მშვიდობის დამყარების კარგი შანსი გვაქვს“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.