Loading data...
ტრამპი: რუსეთისგან ენერგორესურსების შეძენით ევროპა საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ევროპამ რუსეთისგან ენერგორესურსების შეძენა უნდა შეწყვიტოს, რადგან საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებს. ამის შესახებ Eurointegration-ი იტყობინება. 

თეთრი სახლის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი არასდროს დაიწყებოდა, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო. 

„ჩინეთი და ინდოეთი მიმდინარე ომის პირდაპირი დამფინანსებლები არიან, რადგან განაგრძობენ რუსული ნავთობის შეძენას, ნატოს ქვეყნებსაც არ შეუწყვეტიათ რუსული ნავთობპროდუქტების დიდი ნაწილის შეძენა და ევროპამ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს რუსეთისგან ენერგორესურსების ყიდვა. დაფიქრდით. ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებენ“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.