Loading data...
ტრამპი: რუსეთი მოქმედებაზე უნდა გადავიდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების გაჭიანურების გამო გააკრიტიკა.

სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ამერიკელმა ლიდერმა მოსკოვს მოქმედებისკენ მოუწოდა.  

„რუსეთი მოქმედებაზე უნდა გადავიდეს. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, ათასობით ადამიანი ყოველ კვირას, საშინელ და უაზრო ომში - ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო და არც მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!“, - წერს ტრამპი.