Loading data...
ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე: ვიდრე არ ნახავთ, ნუ დაიჯერებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე განცხადება გააკეთა. 

„მართლა შესაძლებელია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში დიდი პროგრესი იყოს? ვიდრე არ ნახავთ, ნუ დაიჯერებთ, მაგრამ, შესაძლოა, რაღაც კარგი ხდებოდეს. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!“, - აცხადებს ტრამპი. 

ამასთან, როგორც „ბიბისი“ იტყობინება, უკრაინის, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კრემლში კი აცხადებენ, რომ მოსკოვს ოფიციალურად ჯერ არანაირი გეგმა არ მიუღია.