ტრამპი: როდესაც აქ დავასრულებ, ვენესუელაში წასვლას შევძლებ, ესპანურს სწრაფად ვისწავლი, პრეზიდენტობისთვის ვიბრძოლებ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ გამორიცხა.
პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ მას ამ ქვეყანაში დიდი მხარდაჭერა აქვს.
„მე უფრო მაღალი რეიტინგი მაქვს, ვიდრე ვენესუელაში ვინმეს ჰქონია“, - აღნიშნა ტრამპმა.
Fox News-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ხუმრობით ისაუბრა აშშ-ში უფლებამოსილების ვადის დასრულების შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე.
„როდესაც აქ დავასრულებ, ვენესუელაში წასვლას შევძლებ. ესპანურს სწრაფად ვისწავლი. დიდი დრო არ დამჭირდება... პრეზიდენტობისთვის ვიბრძოლებ“, - განაცხადა მან.
President Trump jokes about running for president in Venezuela after his term ends in the United States:
— Fox News (@FoxNews) April 6, 2026
"I'm polling higher than anybody has ever polled in Venezuela."
"After I'm finished with this, I can go to Venezuela. I will quickly learn Spanish. It won't take too long...… pic.twitter.com/KeW7hVh8Am