ტრამპი: რესპუბლიკელებმა 2026 წლის შუალედური არჩევნები უნდა მოიგონ და ჩვენ ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, გთხოვთ, გადით და მიეცით ხმა
„გთხოვთ, გადით და მიეცით ხმა. კვლავ გახადეთ ამერიკა დიდებული,“ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ნოემბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით.
ტრამპი აღნიშნავს, რომ „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში, ის მზად არის, შტატების თითოეულ ზრდასრულ მოქალაქეს 5 000 აშშ დოლარი გადასცეს.
„რესპუბლიკელებმა 2026 წლის შუალედური არჩევნები უნდა მოიგონ და ჩვენ ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ — იქნება ეს ადრეული ხმის მიცემა, ხმის მიცემა დაუსწრებლად, ფოსტით თუ პირადად, ჩვენ რადიკალური მემარცხენე დემოკრატები მასობრივი აქტივობით უნდა „დავტვირთოთ“! ძალიან მნიშვნელოვანია — გთხოვთ, გადით და მიეცით ხმა. კვლავ გახადეთ ამერიკა დიდებული!
რესპუბლიკელები 2026 წლის შუალედურ არჩევნებში წარმომადგენელთა პალატასა და სენატში თუ გაიმარჯვებენ, ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ზრდასრულ მოქალაქეს 5000 დოლარს გადავცემ“, - აცხადებს ტრამპი.