Loading data...
ტრამპი: ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობს ჰორმუზის სრუტის გავლით იღებენ, ამ გასასვლელზე უნდა იზრუნონ და ჩვენ მათ დავეხმარებით!

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოკავშირე ქვეყნებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის უსაფრთხო გატარებას, ირანის მიერ მისი დაბლოკვის მცდელობის მიუხედავად.

„მსოფლიოს ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობს ჰორმუზის სრუტის გავლით იღებენ, ამ გასასვლელზე უნდა იზრუნონ და ჩვენ მათ ძალიან დავეხმარებით! აშშ ასევე კოორდინაციას გაუწევს ამ ქვეყნებს, რათა ყველაფერი სწრაფად, შეუფერხებლად და კარგად წარიმართოს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამარცხა და მთლიანად გაანადგურა ირანი, როგორც სამხედრო, ეკონომიკური და ყველა სხვა თვალსაზრისით, მაგრამ... ეს ყოველთვის გუნდური ძალისხმევა უნდა ყოფილიყო და ახლა ასეც იქნება - ეს მსოფლიოს ჰარმონიის, უსაფრთხოებისა და მარადიული მშვიდობისკენ გააერთიანებს!“, - დასძენს ის.