Loading data...
ტრამპი პუტინზე: ცოტა იმედგაცრუებული ვარ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოხატა იმედგაცრუება რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მიმართ, - ამერიკელმა ლიდერმა ეს განცხადება საუდისარაბეთ-აშშ-ს საინვესტიციო ფორუმზე გააკეთა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მან „დაასრულა“ რვა ომი და კიდევ ერთი დარჩა - რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„მეგონა, რომ (გადასაჭრელი ) ადვილი იქნებოდა, რადგან პრეზიდენტ პუტინთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ახლა ცოტა იმედგაცრუებული ვარ პუტინით. მან ეს იცის. მეგონა, რომ ეს ადვილი იქნებოდა“, - დასძინა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ამერიკელმა ლიდერმა ასეთი განცხადება მედიაში გავრცელებული ჭორების ფონზე გააკეთა, რომ ამერიკელებმა, რუსებთან ერთად, შეიმუშავეს სამშვიდობო გეგმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად.

ეს გეგმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა წარუდგინა.