Loading data...
ტრამპი პუტინზე: ის ჩემი მეგობარია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჩინეთის ქალაქ შენჟენში შეხვდა. შეხვედრა კი, დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. ამის შესახებ CNN იუწყება.

როგორც ამერიკული მედია წერს, შეხვედრის დაწყებამდე ტრამპი დარბაზში სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან ერთად შევიდა.

„დარბაზში შესვლისას ტრამპმა გაიღიმა, პუტინზე მიუთითა და თქვა: „ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია“. ამის შემდეგ ტრამპმა პუტინს ხელი ჩამოართვა“, - წერს ამერიკული მედია. 

რუსეთის ლიდერთან მისალმების შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის სამმხრივი შეხვედრის დაწყებას. 

„ჩვენ უკვე მრავალი წელია შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს - დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ვფიქრობ, აქედან ბევრი შესანიშნავი რამ შეიძლება გამოვიდეს, ან სულ მცირე რამ მაინც დაიწყოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

რუსეთის პრეზიდენტს ამ ეტაპზე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის და შეერთებული შტატების პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა ბოლოს ალასკაში 2025 წელს გაიმართა.