1795064848
უცხოეთი
ტრამპი პუტინს შეხვდა - „ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, შეხვედრიდან შედეგებს ველი“
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში, ქალაქ შენჟენში წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
როგორც რუსული მედია წერს, შეხვედრის დასაწყისში ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და იმედი გამოთქვა, რომ „მოლაპარაკებების შედეგად ბევრი შესანიშნავი რამ შეიძლება მივიღოთ“.
მან აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ნაყოფიერ საუბარს.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა.