1753710878
უცხოეთი
ტრამპი პუტინს ომის დასასრულებლად 10-12 დღეს აძლევს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ვლადიმერ პუტინს ომის დასასრულებლად 10-12-დღიან ვადას აძლევს. მანამდე ტრამპის მიერ დაწესებული ვადა 50 დღეს შეადგენდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ტრამპი ამჟამად შოტლანდიაში იმყოფება. მანამდე მან განაცხადა, რომ პუტინისთვის უკრაინაში ომის დასასრულებლად დაწესებული 50-დღიანი ვადის შემცირებას აპირებს.
ტრამპის მიერ 50-დღიანი ვადის დაწესების დროს მან განაცხადა, რომ თუ რუსეთი ომის შესაჩერებლად ნაბიჯებს არ გადადგამს, ის უკრაინას ყველა აუცილებელ შეიარაღებას მისცემს, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ ახალი, ძალიან ძლიერი სანქციები დაწესდება.