1790087760
უცხოეთი
ტრამპი პუტინს: ომი დაასრულეთ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც უცხოური მედია წერს, ტრამპი ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან მცირე ხნით შეჩერდა და უპასუხა კითხვას, თუ რა გზავნილი ჰქონდა პუტინისთვის.
„ომი დაასრულეთ!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.