1753819478
უცხოეთი
ტრამპი - პუტინს აშკარად სურს ომის გაგრძელება, მაგრამ ჩვენ ტარიფებს და მეორად სანქციებს დავაწესებთ

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი უკრაინაში ომთან დაკავშირებით ახალ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ „რუსეთს პრეზიდენტს აშკარად სურს ომის გაგრძელება“.
„ათ დღეში ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს და ა.შ. და არ ვიცი, იმოქმედებს თუ არა ეს რუსეთზე, რადგან პუტინს აშკარად სურს ომის გაგრძელება, მაგრამ ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს და მეორად სანქციებს. შესაძლოა, ამან მათზე იმოქმედოს ან არ იმოქმედოს, მაგრამ ეს შესაძლებელია“, - განაცხადა ტრამპმა.
ამავდროულად, ტრამპმა თქვა, რომ მას არ აწუხებს ნავთობის ბაზრების ვარდნა, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.
„ჩვენ ამ ქვეყანაში იმდენი ნავთობი გვაქვს, რომ მის რეზერვებს კიდევ უფრო გავზრდით. ნავთობის ფასი ამჟამად საკმაოდ დაბალ დონეზეა. ჩვენ მას კიდევ უფრო გავზრდით“, - დასძინა ტრამპმა.