Loading data...
ტრამპი: პუტინმა ნამდვილად გამიცრუა იმედი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრობლემა, რომლის გადაჭრაც მას კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გამო უმარტივესად მიაჩნდა, უფრო რთული აღმოჩნდა, იუწყება Sky News.

„მან იმედი გამიცრუა. მან ნამდვილად იმედი გამიცრუა. ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა თავის რუს კოლეგაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთი უკრაინაზე მეტ ჯარისკაცს კარგავს.

„პუტინი ბევრ ადამიანს კლავს. ის უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე კლავს. რუსი ჯარისკაცები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე უკრაინელი ჯარისკაცები“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა თავის გამოსვლაში ასევე გაიხსენა და პატივი მიაგო იუტაში მოკლულ ჩარლი კირკს, რომლის მკვლელიც ცოტა ხნის წინ დააკავეს.

„ის შესანიშნავი ახალგაზრდა კაცი იყო... წარმოუდგენელი მომავალი. ჩარლის ვუთხარი, ვფიქრობ, კარგი შანსი გაქვს, რომ ოდესმე პრეზიდენტი გახდე“, - აღნიშნა ტრამპმა.