Loading data...
ტრამპი: პუტინმა ირანთან შუამავლობა შემომთავაზა, მე ვუპასუხე: გამიკეთე სიკეთე - იყავი საკუთარი თავის შუამავალი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 17 ივნისს, კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და პუტინმა შესთავაზა მას „ირანთან მოლაპარაკებებში შუამავლობა“.

„გუშინ ვესაუბრე [პუტინს] და ვუთხარი - სხვათა შორის, მან შემომთავაზა დახმარება, როგორც შუამავალმა. მე ვუპასუხე: გამიკეთე სიკეთე - იყავი საკუთარი თავის შუამავალი. ჯერ რუსეთს მივხედოთ, კარგი?  ვლადიმერ, მოდი ჯერ რუსეთთან მოვაგვაროთ საქმე. შენ კი ამას მოგვიანებით მოაგვარებ. მაგრამ, ვფიქრობ, იქაც ყველაფერი კარგად იქნება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.