Loading data...
ტრამპი: პუტინით აღფრთოვანებული არ ვარ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტით აღფრთოვანებული არ არის, თუმცა ის უკრაინაში ომის შეჩერების მომხრეა. 

„მე პუტინით აღფრთოვანებული არ ვარ, ის ბევრ ადამიანს კლავს“, - განაცხადა ტრამპმა. 

მან ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში ომი არასდროს მოხდებოდა, ის, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.

„ეს ომი მე მემკვიდრეობით მივიღე; ეს იყო ბაიდენი, ზელენსკი და პუტინი. ამ სიტუაციაში აღმოვჩნდი და სრული არეულობა იყო. ჩვენი ხალხი რომ ჩართულიყო, ეს ომი დიდხანს არ გაგრძელდებოდა“, - თქვა ტრამპმა.