Loading data...
ტრამპი-პუტინის შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობა არ მიმდინარეობს - კრემლი

კრემლის ლიდერის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ ჯერ შეხვედრაზე მუშაობა არ მიმდინარეობს. 

მან განმარტა, რომ ნებისმიერი შეხვედრა კარგად უნდა იყოს მომზადებული.

„ჯერჯერობით არანაირი მუშაობა ამ კუთხით არ მიმდინარეობს“, - აცხადებს დმიტრი პესკოვი