1741887530
უცხოეთი
ტრამპი: პუტინის განცხადება იმედის მომცემია, მაგრამ არ არის სრული

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ გამოეხმაურა.
„პუტინმა გააკეთა იმედის მომცემი განცხადება, მაგრამ ის არასრული იყო. მსურს ცეცხლის შეწყვეტა რუსული მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი სწორად მოიქცევა“, - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრისას.
მისი თქმით, მისი ელჩი სტივ ვიტკოფი სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს მოსკოვში.