Loading data...
ტრამპი: პრეზიდენტობის პირველი ვადისას ორი რამ მქონდა გასაკეთებელი - ქვეყნის მართვა და გადარჩენა, მეორედ კი - მე ვმართავ ქვეყანასა და მსოფლიოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განაცხადებით, იგი თავის ქვეყანასა და მსოფლიოს მართავს. ამის შესახებ მან the atlantic-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპმა ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განსხვავდება მისი პრეზიდენტობის ორი ვადა ერთმანეთისგან​.

„პირველად ორ რამ მქონდა გასაკეთებელი – ქვეყნის მართვა და გადარჩენა. გარშემო ყველა არაკეთილსინდისიერი იყო. მეორედ კი, მე ვმართავ ქვეყანასა და მსოფლიოს“, – აღნიშნა ტრამპმა.

რაც შეეხება მესამე ვადით კენჭისყრას, ტრამპმა განაცხადა, რომ არ აპირებს.

„ეს არ არის ის, რასაც ვაპირებ და, ვფიქრობ, ეს ძალიან რთული საქმე იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.