Loading data...
ტრამპი პირობას დებს, რომ დაასრულებს „ტანჯვასა და ნგრევას ლიბანში“

რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ დაასრულებს „ტანჯვასა და ნგრევას ლიბანში“.

როგორც მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი, ბაიდენის მსგავსად, მხარს უჭერდა ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი, მან არაერთხელ მოუწოდა ისრაელს ომის სწრაფად დასრულებისკენ და განაცხადა, რომ „ჰამასი“ არ დაესხმებოდა ისრაელს, თუ ის პრეზიდენტი იქნებოდა.

ტრამპი პირობას დებს, რომ ლიბანში ომს დაასრულებს. 

„ჩემი ადმინისტრაციის დროს ჩვენ მშვიდობა გვქონდა ახლო აღმოსავლეთში და ძალიან მალე კვლავ გვექნება მშვიდობა! მე მოვაგვარებ კამალა ჰარისისა და ჯო ბაიდენის მიერ გამოწვეულ პრობლემებს და შევაჩერებ ტანჯვასა და ნგრევას ლიბანში. მინდა, რომ ახლო აღმოსავლეთი დაუბრუნდეს მშვიდობას, გრძელვადიან მშვიდობას და ჩვენ ამას  მივაღწევთ, რათა ის არ განმეორდეს ყოველ 5 ან 10 წელიწადში ერთხელ!“ - წერს ტრამპი ტვიტერზე.