1792471961
უცხოეთი
ტრამპი: პარიზი ძალიან მალე მუსლიმური ქალაქი გახდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებში მიგრანტები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „პარიზი მალე მუსლიმური ქალაქი გახდება.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, მან თავისი ფრანგი კოლეგა ემანუელ მაკრონი გააფრთხილა, რომ დიდ შეცდომას უშვებდა.
„მთელი მსოფლიო შედიოდა. როგორც იცით, პარიზი ძალიან მალე მუსლიმური ქალაქი გახდება. ჩვენ საზღვრები ჩავკეტეთ, მან კი არა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მანამდე კი, ტრამპმა თქვა, რომ საფრანგეთი გაანადგურეს და ქვეყნის აღდგენა რთული იქნება.