Loading data...
ტრამპი ორბანზე: უნგრეთს კარგად მართავს და სწორედ ამიტომ ის მომავალ არჩევნებში ძალიან წარმატებული იქნება

თეთრ სახლში ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღფრთოვანება გამოხატა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ და განაცხადა, რომ ის შემდეგ არჩევნებში წარმატებას მიაღწევს.

ტრამპის თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი „დიდი ლიდერია და ყველგან პატივს სცემენ“, თუმცა დასძინა, რომ ორბანი „ზოგიერთ ლიდერს სულაც არ მოსწონს“.

„თუ იმიგრაციასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მის პოზიციას დააკვირდებით, იცით, ევროპას თუ დააკვირდებით, მათ უზარმაზარი შეცდომები დაუშვეს იმიგრაციასთან დაკავშირებით. ეს მათ ნამდვილად აზიანებს. მას იმიგრაციასთან დაკავშირებით არანაირი შეცდომა არ დაუშვია. სწორედ ამიტომ სცემს მას ყველა პატივს“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

ტრამპის თქმით, მას მოსწონს ორბანი და მას პატივს სცემს.

„უნგრეთს კარგად მართავს და სწორედ ამიტომ ის მომავალ არჩევნებში ძალიან წარმატებული იქნება“, - აღნიშნა ტრამპმა.